19 სექტემბერს ლოს-ანჯელესში სატელევიზიო პრემიის, Emmy-ს რიგით 68-ე დაჯილდოვების ცერემონია დასრულდა. სატელევიზიო ხელოვნების ოსკარად წოდებულ ცერემონიაზე წლის ყველაზე პოპულარული სერილები, მსახიობები და რეჟისორები გამოარჩიეს. როგორც მოსალოდნელი იყო, გასული წლის შედეგი გაიმერორა HBO-ს პოპულარულმა სერიალმა. „სამეფო კარის თამაშებმა“ საბოლოო ჯამში 23-დან 12 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის საუკეთესო დრამატული სერიალის კატეგორიაში.
რაც შეეხება გამარჯვებულებს ძირითად ნომინაციებში. წლის კომედიური სერიალი Veep გახდა, წლის საუკეთესო მსახიობ მამაკაცად დრამატულ სერიალში რამი მალეკი დასახელდა, ქალის ნომინაციაში კი ტატიანა მასლანი, წლის მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლი დრამატულ სერიალში ბენ მენდელსონს ერგო, ამავე კატეგორიაში გაიმარჯვა მეგი სმიტმა. წლის მსახიობი მამაკაცი კომედიურ სერიალში კვლავ ჯეფრი ტამბორი გახდა, ხოლო ქალბატონებიდან, ჯულია ლუის-დრეიფუსი. საუკეთესო ლიმიტირებული სერიალის ნომინაცია მიიღო შოუმ The People v. O. J. Simpson: American Crime Story. ფილმში მონაწილე ყველა მსახიობი ნომინირებული იყო ემიზე, გამარჯვებულები კი გახდნენ სთერლინგ ბრაუნი, სარა პაულსონი და კორთნი ბი ვენსი.