მსოფლიო ბანკმა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მხრივ, ჩატარებული სამუშაოები დადებითად შეაფასა.
ამ მიმართულებით სამსახურის მიერ ჩატარებული სამუშაოები მოიცავდა საკანონმდებლო პროცესს, შესრულების ვადებს, შესრულების წესს და შესაბამისობა სსაერთაშორისო სტანდარტებთან.
სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაზღვევის ექსპერტმა ევგენი გურიკომ შეაფასა, რომელიც საქართველოს პროგრამული კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის (DPO-2;DPO-3) ღონისძიებათა ფარგლებში განსაზღვრული დაზღვევის კომპონენტის ზედამხედველობის მიზნით ეწვია.
მასთან, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურში შედგა შეხვედრა, რომლის მთავარი განხილვის თემა იყო საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესწავლა დაზღვევის კუთხით, კერძოდ შეისწავლეს და შეაფასეს საზედამხედველო კაპიტალისა და გადახდის უნარიანობის მარჟის სტანდარტების დაწესებასთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესები.
ამასთან, დაინტერესებულ სამთავრობო სტრუქტურებთან ერთად, მოხდა „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა მესამე პირისადმი სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის “შემუშავების მიმდინარეობის საკითხის განხილვა, რომელიც განხორციელების პირველ ეტაპზე საქართველოში არარეგისტრირებული სატანსპორტო საშუალებების დაზღვევას მოიცავს.