23 -დან 25 სექტემბრის ჩათვლით თბილისის იპოდრომზე გაიმართება მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი “ვითიბი ბანკის” თასზე – VTB CUP. შეჯიბრში წარმოდგენილი იქნება – წინაღობათა გადალახვა და კონკური. ტურნირის გენერალური სპონსორია ”ვითიბი ბანკი”, ორგანიზატორი კი – საქართველოს საცხენოსნო სპორტის ფედერაცია.
ტურნირში მონაწილეობას იღებს ოცი მხედარი საქართველოდან და ირანიდან. მსაჯთა კოლეგიაში წარმოდგენილი იქნებიან მსაჯები საქართველოდან, რუსეთიდან, ლიტვიდან და თურქეთიდან.
ტურნირზე დასწრება თავისუფალია.