თბილისში ცნობილ ექიმს სცემეს. მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია “ევროპული საქართელოს” წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გაავრცელა სოციალურ ქსელში, თუმცა მას ვინაობა არ დაუსახელებია.
,,გამწარებული ვარ.
მთელი საზოგადოება ვაჟა გაფრინდაშვილის ბედზე წუხს და ამ დროს აგერ თბილისში, ცნობილ კლინიკაში დამსახურებულ ექიმს, ათასობით ადამიანის გადამრჩენს და განმკურნებელს ცემს ვიღაც ველური.
დამნაშავე სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს!
P.S. ჟურნალისტებო, ნუ დამირეკავთ. თავად გაასაჯაროებს დაზარალებული ამ ამბავს. მან პოლიციას ჩვენება უკვე მისცა”
დაზარალებული ნეიროქირურგი გიორგი (გოგი) მაღალაშვილია. ინფორმაცია “ფორტუნას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყებაში გვითხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.
ექიმებისთვის ხელის შეშლა 1 000 ლარით, ხოლო გამეორება - 2 000 ლარით დაჯარიმდება
"მოიმატა ძალადობის შემთხვევებმა".