LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი გიუნტერმა ოჯახის დანგრევა აღიარა – „კახამ ამ საქციელით დიდი საჩუქარი გამიკეთა…“

217

ბოლო ორი წელია, თბილისში ხმა გავრცელდა, რომ ტელეწამყვანი ანი გიუნტერი მეუღლეს დაშორდა. კახა არაბიძესა და ანა გიუნტერს ორი შვილი ჰყავთ. ტელესახემ პრესასთან არაერთხელ აღიარა, რომ პრობლემები იყო, თუმცა აქამდე არ უთქვამს, რომ კახას დაშორდა.

დღეს კი, ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში ანამ თავად დაადასტურა, რომ მათი ოჯახი დანგრეულია.

„გასულ ორ წელიწადში, ოლიმპიადების ჩატარების ორგანიზებაშიც აქტიურად ვიყავი ჩართული. სწორედ ეს სამსახური იყო, რამაც ოჯახი დამაკარგვინა…

მე არავის დავუყენებივარ არჩევანის წინაშე. ჩვენ არც გვისაუბრია, ისე დავასრულეთ ურთიერთობა. კახა ყოველთვის გამოთქვამდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მე მეტის გაკეთება შემეძლო. უნდა შემევსო სივი და მუშაობა დამეწყო საგარეო საქმეთა სამინისტროში. ალბათ, უფრო ადვილია ქალის მიტოვება, როცა ის წარმატებულია, უფრო მშვიდი ნამუსით რჩები (იცინის)“.

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა ძნელი მარტოხელა ქალის ცხოვრება, ტელესახე პასუხობს:

„არა. რატომ უნდა მიჭირდეს?! კახამ ამ საქციელით დიდი საჩუქარი გამიკეთა – მენახა, რას ნიშნავს დიდი ბედნიერება. ეს ვიღაცისთვის თავისუფლებაა, ვიღაცისთვის – სიყვარული, ვიღაცისთვის – ცხოვრების ხალისის გაღვიძება. დღეს ისეთი ბედნიერი ვარ, როგორც არასდროს. რამ განაპირობა? – თავისუფლებამ, სხვა ფასეულობების დანახვამ, თუ როგორც ქალი უფრო ძლიერი გავხდი, ამის აღქმას დრო სჭირდება“, დასძენს ანი ჟურნალთან საუბრისას.

მისივე თქმით, მეუღლესთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ბავშვებთან ურთიერთობისას მისი დეფიციტი არ იგრძნობა, რადგან კვირის შვიდივე დღე დედას და მამას ერთნაირად ეკუთვნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g