LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

14 აბსურდული მითი ორსულობის შესახებ

1212

არსებობს მითები, რომელსაც ორსულები მკაცრად იცავენ, თუმცა მითები არაა განმტკიცებული სამედიცინო დასკვნებით. დღეს 14 გავრცელებულ თქმულებაზე ვისაუბრებთ და ვეცდებით, სამუდამოდ დავუსვათ წერტილი მცდარ მოსაზრებებს.

  • სიმშვიდე და კიდევ ერთხელ სიმშვიდე

თუ ორსული თავს კარგად გრძნობს, მას არანაირი განსაკუთრებული რეჟიმი არ სჭირდება. ის აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანია და შეუძლია, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს. მოსვენებითი რეჟიმი კი იმ ორსულებისთვისაა, ვისაც ამის შესაბამისი სამედიცინო ჩვენება აქვს

 

  • ორსულობა არაფერს ცვლის

ეს მითიც შორსაა რეალობისგან, რადგან ორსულობისას ყველა ქალი ინდივიდუალურად იცვლება. ზოგისთვის გამაღიზიანებელი ხდება სხვადასხვა არომატი, ზოგიერთისთვის კი – აუტანელია დახურულ სივრცეში ყოფნა

 

  • სხეულის ფორმები არ შეიცვლება

ესეც ცხადია სიცრუეა, რადგან ორსულობისას ყველა ქალის სხეული იცვლება. ზოგიერთის შემთხვევაში ეს ცვლილება რადიკალურია, ზოგიერთისთვის კი – რთულად შესამჩნევი

 

  • კოსმეტიკა სტრიების გასაქრობად

ორსულები ხშირად უამრავ ფულს ხარჯავენ ძვირადღირებული ბრენდების მიერ შექმნილი კოსმეტიკური საშუალებების შესაძენად. ბევრი მიიჩნევს, რომ ორსულობისას მუცელზე წარმოქმნილი სტრიებისგან დაცვა მხოლოდ ხარისხიანი საცხითაა შესაძლებელი. რეალურად კი საცხს სტრიების პრევენციის საკითხში მინიმალური როლი აკისრია. აქ მთავარი ფაქტორი გენეტიკაა

 

  • თმის შეღებვა

ორსულები ხშირად უარს ამბობენ თმის შეღებვაზე იმ მოტივით, რომ საღებავი ცუდად მოქმედებს ნაყოფზე. რეალურად ესეც აბსურდული მითია, რადგან ყოველდღიურად ჩვენ უამრავ ჯანმრთელობისთვის საშიშ ფაქტორთან გვიწევს შეჯახება. საბედნიეროდ, ორგანიზმს აქვს უნარი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ ფაქტორებს.

 

  • სტრესი

ის, რომ სტრესი მავნებელია ყველასთვის, ამაზე არავინ დაობს. ყოველდღიურად ჩვენ უამრავ სტესფაქტორთან გვიწევს გამკლავება და ხანდახან, ეს ადრენალინი აუცილებელიცაა ადამიანისთვის.  მნიშვნელოვანია არა სტერესის გამომწვევი მიზეზი, არამედ, ჩვენი დამოკიდებულება გამაღიზიანებლების მიმართ. რაც უფრო მარტივად ვუყურებთ პრობლემას, მით ნაკლებია სტრესის მავნე მოქმედება ორსულებზე

 

  • ორსულობა ავადმყოფობა არ არის

ეს ნამდილად ასეა. თუმცა ორსულობა საკმაოდ დიდი დატვირთვაა ქალისთვის და ამ დროს, ხშირად, თავს იჩენს ინფექციური დაავადებები. ეს კი თავის მხრივ მოქმედებს ნაყოფზე, ამდენად, მნიშვნელოვანია ნებისმიერი ჩივილის დროს დოულად მიმართოთ ექიმს, რომელიც მართავს თქვენს ორსულობას

 

  • მედიკამენტები თავის დაზღვევის მიზნით.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომანდაციების გათვალისწინებით, ორსულებს 9 თვის მანძილზე უამრავი  კვლევის ჩატარება უწევთ. ამაში, ცხადია, ცუდი არაფერია და ეს აუცილებელია თქვენი და ბავშვის მდგომარეობის შეფასებისთვის. რაც შეეხება ექიმების მიდგომა, რომლებიც წამლებსა და სხვადასხვა ვიტამინს თავდაცვის მიზნით უნიშნავენ პაციენტებს,  გადასახედია. თუ მიიჩნევთ, რომ თქვენი ექიმი დიდი ოდენობით წამალს ნიშნავს ისე, რომ მათი დანიშვნის აუცილებლობას ვერ ხსნით, გადაამოწმეთ სხვა ექიმთან

 

  • მშობელთა სკოლა

ბოლო დროს მშობელთა სკოლა სულ უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს საქართველოში. ესაა ადგილი, სადაც ორსულებს მშობიარობისა და მომავალი დედობისთვის ამზადებენ. ცხადია, თუ ამისთვის დრო არ გრჩებათ,  ტრაგიკული არაფერია. თუმცა უნდა ითქვას, რომ სკოლა საოცრად ეხმარება მომავალ დედებს იმ სიძნელეების დაძლევაში, რომელიც პოსტსამშობიარო პერიდოში ჩნდება

 

  • არ შეიძლება ბავშვის სამოსის შეძენა დაბადებამდე

ეს კიდევ ერთი აბსურდული მითია. ცხადია შეიძლება და აუცილებელიც არის, რადგან ბავშვის დაბადების შემდეგ ამისთვის დრო პრაქტიკულად არავის რჩება.

 

  • ჯანმრთელ ქალს შეუძლია იმშობიაროს სახლის პირობებში

თეორიულად, ცხადია, ეს შეიძლება მოხდეს, მაგრამ არავინაა დაზღვეული მშობიარობისას მიმდინარე გართულებებით. იმისთვის, რომ მედპერსონალმა დროული რეაგირება შეძლოს, ცხადია, მშობიარე უნდა იმყოფებოდეს სამედიცინო დაწესებულებაში. არაფერი ჯობს იმას, როცა თქვენი და პატარას ჯანმრთელობაზე ნამდვილი პროფესიონალები ზრუნავენ.

 

  • მშობიარობის შემდეგ ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდება

ცხადია ეს მითია. ახალგაზრდა დედას შეუძლია უფრო მობილური და მოხერხებული გახადოს საკუთარი გრაფიკი, მაგრამ უწინდებური ის ვერ იქნება. ცხოვრება მშობიარობის შემდეგ რადიკალურად განსხვავებული ხდება. არა ცუდი, არამედ განსხვავებული. სურვილის შემთხვევაში დედას შეუძლია სამსახურს დაუბრუნდეს ან ახალშობილთან ერთად დასასვენებლად წახვიდეთ, მაგრამ ეს პროცესიც უკვე განსხვავებული იქნება

 

  • მე ყველაფერს თავად მივხედავ

ბევრი ქალი თვლის, რომ მისთვის უმჯობესია ბავშვი მარტო გაზარდოს. ცხადია შესაძლებელია 18 საათი გაატარო ახალშობილთან, დარჩენილი 6 საათი დაუთმო სახლის საქმეებსა და საკუთარ თავს, მაგრამ ეს ორგანიზმის გამოფიტვას გამოიწვევს და აუცილებლად იმოქმედებს ნერვულ სისტემაზე. ამ დროს მნიშვნელოვანია ოჯახის წევრებმა გადაინაწილონ საქმე. 

 

  • მე ვიცი ბავშვებზე ყველაფერი

უნდა გვახსოვდეს, რომ მეგობრის, ნათესავების ან ოჯახის წევრების ბავშვებზე ზრუნვის პასუხისმგებლობა რადიკალურად განსხვავდება საკუთარ შვილზე ზრუნვის სპეციფიკისგან. ჩვენი რჩევაა, გაითვალისწინოთ უახლოესი მეგობრებისა და ოჯახის წევრების რეკომენდაციები, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება გადაამოწმოთ ექიმთან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g