LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეცნიერებმა ორსულობისა და მშობიარობისთვის საუკეთესო ასაკი დაასახელეს

1004

როგორია იდეალური ასაკი პირველი ორსულობისა და მშობიარობისთვის. ამ კითხვაზე განსხვავებული განმარტებები არაერთხელ მოგვისმენია. გინეკოლოგები მიიჩნევენ, რომ ქალის ორსულობისთვის საუკეთესო პერიოდს 20-დან 30 წლამდე მონაკვეთი წარმოადგენს. მეცნიერების უახლესი დასკვნა მართლაც რევოლუციურია. მათი აზრით პირველი ორსულობისა და მშობიარობის იდეალური ასაკი 35 წელს ზევით პერიოდია. ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს.  

ცნობილია, რომ 30-დან 40 წლამდე ქალბატონები უფრო გაწონასწორებულები, რაფინირებულები და უშიშრები არიან. ამდენად ბევრად მარტივად ახერხებენ კარიერისა და პირადი ცხოვრების შეთავსებას. თუ აქამდე მიიჩნეოდა, რომ 35 წელს ზევით ქალი უკვე ხანდაზმული მშობიარე იყო და თავად მშობიარობა ვნებდა მის ჯანმრთელობას, დღეს მოსაზრება შეიცვალა. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა  კვლევა ჩაატარეს, სადაც გაირკვა რომ 35 წელს ზევით მშობიარეებში გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესება დაფიქსირდა. კვლევის მიმდინარეობისას 830 ქალბატონი გამოიკვლიეს. სპეციალისტები  15-დან 24 წლის მშობიარეებსა და 35 წელს ზევით ორსულებს აკვირდებოდნენ. გაირკვა, რომ 35 წელს გადაცილებულ ქალბატონებს უკეთესი მეხსიერება და კონცეტრაცია ჰქონდათ. ამას მეცნიერები ესტროგენებისა და პროგესტერონის ფაქტორით ხსნიან. მიიჩნევა, რომ ასაკთან ერთად ესტროგენები ორგანიზმში მცირდება, რაც ხშირად მენოპაუზის მიზეზი ხდება. ამდენად გვიანი ორსულობის შემთხვევაში მომატებული ჰორმონები ხელს უწყობს ტვინის უჯრედების უკეთ მუშაობას, რაც გვიანი ორსულობისა და მშობიარობის უპირატესობაზე საუბრობს.

პოპულალურები