LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა!  არანაირი სტრესი ამას არ შეედრება” – ივანე ჩხაიძე

1065
ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.

„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.

დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის ეთერში სტუმრობისას. 

‼️❌ ყველაზე დიდი დანაშაული რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა

‼️❌ ყველაზე დიდი დანაშაული რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა ასევე არანაკლებ მავნებელია ორსულისთვის პასიური მოწევა

Posted by შუადღე • Shuadge on Tuesday, July 9, 2024

ივანე ჩხაიძე: „ყივანახველას შემთხვევები მკვეთრად მომატებულია.. არასრული 5 თვის განმავლობაში, ყივანახველას გაცილებით უფრო მეტი შემთხვევა გვაქვს, ვიდრე 2023 წელს გვქონდა“

ივანე ჩხაიძე: „გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება, ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ხველით და ფილტვების ანთებით, ჯერ კიდევ კლინიკებში არიან“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები