LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ივანე ჩხაიძე: „გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადში აისახება, ბავშვები მაღალი ტემპერატურით, ხველით და ფილტვების ანთებით, ჯერ კიდევ კლინიკებში არიან“

186
ივანე ჩხაიძე

„2023-2024 წლების სეზონი კოვიდპანდემიის ზეგავლენის ქვეშ რჩება, რადგან მაისის თვეში გრიპის ვირუსის ასეთი მაღალი მაჩვენებელი საკმაოდ უჩვეულოა“, – ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის სიჭარბე კლინიკებში პაციენტების ნაკადზეც აისახება:

„ბოლო კვირის მონაცემებით, ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის 28 %-ს სწორედ გრიპის ვირუსის B ტიპი წარმოადგენს, რაც ამ პერიოდისთვის საკმაოდ უჩვეულოა.

ახლაც გრძელდება გრიპის ვირუსის სიჭარბე, რაც პაციენტების ნაკადშიც აისახება. ბავშვები, რომლებსაც რესპირაციული ვირუსული ინფექციები აქვთ, მაღალი ტემპერატურით, ხველით, სხვადასხვა გართულებით, მათ შორის, ფილტვების ანთებით, ჯერ კიდევ კლინიკაში არიან.

ამავე დროს, უკვე 4 კვირაა, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები არ ფიქსირდება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები