საზაფხულო შესვენების შემდეგ, კლუბი „Number 13” 30 სექტემბერს სეზონურ გახსნას გეგმავს.
როგორც ”ფორტუნას” კლუბიდან აცნობეს, „Number 13” მისულ სტუმრებს სთავაზობს განახლებულ სიტუაციას: კლუბს დაემატა კარაოკე, რომელიც იმუშავებს ყოველ დღე საღამოს 20:00 საათიდან ბოლო სტუმრამდე, კარაოკეს გაუძღვებიან ყველასათვის ნაცნობი წამყვანები. ამასთან, კვირაში 2 დღე პარასკევი-შაბათი იქნება ცოცხალი მუსიკა, ცნობილი და აქტუალური ბენდების შესრულებით და შემდეგ ცნობილი DJ-ბი მთელი ღამის განმავლობაში.
მათივე ინფორმაციით, კარაოკე/კლუბი Number 13 ასევე ჰპირდება თავის ერთგულ სტუმრებს უცხოელი DJ-ბისა და მომღერლების ჩამოყვანას.
”მაქსიმალური ყურადღებით იქნება შერჩეული „Number 13”-ის სტუმრების სეგმენტი, იქნება ასაკობრივი შეზღუდვა და ასევე იმუშავებს Face control. გთავაზობთ ასევე უგემრიელეს ევროპულ სამზარეულოს და საერთაშორისო დონის მომსახურებას. რაც შეეხება განათებას და მუსიკალურ გახმოვანებას, დამონტაჟებულია უახლესი ტექნოლოგიის აპარატურა”, – აღნიშნეს კლუბში. მათივე ცნობით, კლუბის განახლებისას დიდი ყურადღება მიექცა ინტერიერსაც, რომელიც განსხვავებული და დასამახსოვრებელი იქნება თითოეული სტუმრისთვის.
ცნობისთვის, კლუბი Number 13 მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ უბანში გ.ახვლედიანის 13 ნომერში (ყოფ.პეროვსკაია) .