ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში “ემიგრანტების იმედის” ხელმძღვანელმა შოთო სიხარულიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმის ერთ-ერთ კლუბში მიღებული ინტოქსიკაციით გარდაცვლილი 22 წლის ბიჭი ანრი ვარშანიძეა.
"TV 25"-ს ინფორმირებული წყარო უყვება, რომ კლუბში ახალგაზრდები ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, რომლებიც გვიან ღამით, შეუძლოდ გახდნენ. მისივე თქმით, მსგავსი შემთხვევა ამავე კლუბში პირველი არ არის.
1 გარდაცვლილი და 2 უგონო მდგომარეობაში - უბედური შემთხვევა ბათუმის კლუბში
“მეხის გავარდნას ჰგავს შენი უეცარი გარდაცვალება. მუდმივად კეთილშობილური განწყობის გამომსახველი თვალები, მუდამ ღიმილიანი სახე, მორიდებული ყველას მიმართ, წყნარი და მოკრძალებული… ასე იცხოვრე 22 წელი, ოცდასამი ვეღარ შეასრულე“, – წერს “ფეისბუქში” სიხარულიძე.
შეგახსენებთ, 19 აგვისტოს გამთენიისას, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „მედცენტრში“ ერთ-ერთი კლუბიდან კომატოზური მდგომარეობით სამი პაციენტი, ორი გოგო და 22 წლის ბიჭი გადაიყვანა.
გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.