ქორწინებები, რომლებსაც წყვილები „ლამაზ თარიღებს“ ამთხვევენ ხოლმე, სტატისტიკურად, უფრო მალე სრულდება. ასეთი დასკვნა გამოიტანა მელბურნის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა.
მაგალითად, ოჯახის ნგრევის შანსი, რომელიც ქორწინებას დაარეგისტრირებს თარიღით 10.10.2019, 18-36%-ით მეტია.
მიზეზი, რა თქმა უნდა, ურთიერთობაზე ციფრების მისტიკური გავლენა სულაც არ არის. მეცნიერების თქმით, პრობლემა იმ წყვილების სფეციფიკურ ხასიათშია, რომლებიც ცდილობენ, ქორწინებისთვის განსაკუთრებული თარიღი შეარჩიონ. აღმოჩნდა, რომ მათ ნაკლები რამ აქვთ საერთო, ვიდრე წყვილებს, ვინც საზეიმო ცერემონიალს ჩვეულებრივ დღეს გეგმავს.