LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს (ფოტო,ვიდეო)

569
78251341-2429477814034773-267458849156366336-n

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების დახმარებით, ხევსურეთის სოფელ ბლოს ერთადერთი მკვიდრი გოგია გიგაური ზამთარს საკუთარ სახლში გაატარებს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ბლოელი გოგიასთვის თანხა შეაგროვეს და შეიძინეს სამშენებლო მასალა, რომელიც ბარისახოდან სოფელ ბლომდე სასაზღვრო ავიაციის ვერტმფრენის დახმარებით გადაიტანეს.

სახლის სამშენებლო სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g