LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ ხეობაში მუდმივად მარტო კაცი ვარ, ზამთარში არავინაა.. მარტივი არ არის, მაგრამ ჩემს წილ საქმეს გავაკეთებ…“ – გაიცანით, 27 წლის ბიჭი ხევსურეთიდან, რომელიც განათლების მიღების შემდეგ, სოფელს დაუბრუნდა

190
fot (1)

გადაცემამ „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ 27 წლის მამუკა არაბულის შესახებ სიუჟეტი მოამზადა. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა მამაკაცი დღეს ხევსურეთში, ფაქტობრივად ბოლომდე დაცარიელებულ სოფელ ჩირდილში ცხოვრობს.

„ერთი წელიც არ არის, რაც საკუთარ კუთხეში დავბრუნდი.

ამ სახლში გავიზარდე, აქ გავატარე ბავშვობა და დავამთავრე სკოლა. შემდეგ ჩავედი თბილისში, ვსწავლობდი უნივერსიტეტში, წლები რაგბის კარიერით ვიყავი დაკავებული, თუმცა სულ მაკლდა აქაურობა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რამდენად ვარ ამ კუთხესა და სოფელზე შეყვარებული.. დღეს აქაურობა მაძლევს ენერგიას.. ფიქრობ ისეთ რაღაცებზე, რაზედაც ბევრმა შეიძლება არ იფიქროს სხვა სიტუაციაში..

მაგალითად, იმაზე, რომ ადამიანებს დღეს გვაკლია ურთიერთობა, ბუნებასთან კავშირი, გვაკლია გვერდში დგომა.. მიფიქრია, რომ აქ ერთი ან ორი დღით ამოსვლა საკმარისი იქნებოდა, თუმცა მინდოდა მე ვყოფილიყავი მაგალითი ადამიანებისთვის, რომ ხევსურეთში ამოსულიყვნენ.. აქ ცალკე სამოთხეა ჩემთვის.. არ არის მარტივი, მაგრამ ჩემს წილ საქმეს გავაკეთებ..

მე სოფელში მუდმივად მარტო კაცი ვარ, სეზონურად დადის ხოლმე ხალხი..

ზამთარში არავინაა, მარტო მე ვარ ამ ხეობაში, შუქი არ არის, მზის პანელები მქონდა, მაგრამ დაზიანდა და სანთლის შუქზე ვცხოვრობ, ბავშვობიდან შეჩვეული ვარ ამასაც..

ვინც ფიქრობს, რომ მარტო გრძნობს თავს, მინდა ვუთხრა, რომ მარტო არავინ ვართ.. მეც კი, როდესაც მარტო ვარ, ფიქრებში სხვები მყვანან..

 

 

27 წლის მარტო კაცი ჩირდილიდან – მამუკა არაბული.

27 წლის მარტო კაცი ჩირდილიდან – მამუკა არაბული.

?ხევსურეთი – ჩირდილი

⭐️ დაუმეგობრდით ნანუკას Instagram-ზე:
https://instagram.com/nanukashow
? ნანუკას ?????? გვერდი:

@nanukashow

Posted by ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ / Nanuka Zhorzholiani’s Show on Wednesday, 13 September 2023

 

 

აქ ყველაფერს თავისი ხიბლი აქვს..“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები