LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვითიბი ბანკი” სამომხმარებლო სესხზე აქციას იწყებს

70

3 ოქტომბრიდან “ვითიბი ბანკი” იწყებს აქციას სამომხმარებლო სესხზე, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია მომხმარებელმა ისარგებლოს  45 000 ლარამდე ოდენობის სესხით, უზრუნველყოფის გარეშე. სესხის მაქსიმალური ვადა კი 5 წელია.

როგორც ”ფორტუნას” ბანკიდან აცნობეს, აქციის ფარგლებში, სამომხმარებლო სესხის აღება შესაძლებელია უძრავი ქონების შესაძენად,  ან გასარემონტებლად, ავტომობილის შესაძენად, არსებული დავალიანების დასაფარად, ან უბრალოდ პირადი მიზნებისთვის.

მათივე ინფორმაციით, აქცია გაგრძელდება 3 ნოემბრის ჩათვლით. სესხის აღება შესაძლებელია ლარში, დოლარში და ევროში. წლიური საპროცენტო განაკვეთი 12,5%- დან 16%-მდე. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი –  17,2%-დან 18,4%-მდე.

სესხის ასაღებად მინიმალური შემოსავალი უნდა შეადგენდეს 300 ლარს თვეში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g