საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაასრულა.
აღნიშნული საგზაო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის.
პროექტის ფარგლებში დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სახიდე გადასასვლელსა და ხელოვნურ ნაგებობებს.
უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად მოეწყო საგზაო ნიშნები, ზღუდარები, მიმმართველი ბოძკინტები. მოინიშნა გზის სავალი ნაწილი.
პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 600 000 ლარი შეადგინა.