ნიკა გვარამიამ მთვარი აქცენტების მონოლოგში განაცხადა, რომ ის და მისი ოჯახი ქვეყნის დატოვებას არ აპირებენ. მონოლოგში, რომელმაც ნახევარ საათს გადააჭარბა გვარამიამ მთავარი აქცენტი ხელისუფლების მხრიდან ოჯახზე ზეწოლასა და მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გააკეთა.
“ჩვენ მთელი ოჯახით, ქექეც და სანდრო… სოფოც, გიკოც ამერიკიდან და მეც აქედან, ჩემს მეგობრებთან ერთად.ჩვენ ბოლომდე დავეხმარებით ამ ქვეყანას მოიშოროს რუსული ურჩხულის პატარა ნასხლეტი ბიძინა ივანიშვილის სახით
მე ვერ წავალ იქიდან სადაც ბიძინა დავამარცხეთ შიშველი ხელებით.პირველად ცხოვრებაში, როგორც ქართველს, საქართველოს მმართველზე, პირველად მჯერა, რომ მას შეუძლია ჩემი 10 წლის შვილის მოკვლა. ეს არ არის კარგი რწმენა ეს საშინელი შეგრძნებაა”
ნიკა გვარამია ამბობს, რომ სადაც და როგორც შეეძლება, ყოველთვის დაიცავს ბიძინა ივანიშვილის შვილებს და იმ შვილიშვილსაც, რომელიც ახლა გაუჩნდა, რომელსაც ძალიან სიმპათიური სახელი ბერუკა ჰქვია.
“მე ყოველთვის დავიცავ, სადაც არ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილის შვილი და შვილიშვილი, რომელსაც მართლა სიმპატიური სახელი – ბერუკა ჰქვია. ვულოცავ მას შვილიშვილის შეძენას, მაგრამ, სამწუხაროდ, მის შვილიშვილს ბაბუა არ ჰყავს. იმიტომ რომ ბაბუა და აღმოსავლური პაპა კეთილი სიტყვაა, ბიძინა ივანიშვილში კი მისხალი სიკეთე არ არის” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„სტატუსი ჩემთვის ძალიან მძიმეა, ვიდეო უმძიმესი სანახავი” – ნიკა გვარამია (ვიდეო)
ნიკა გვარამიას ოჯახის წევრების ფარულ ჩანაწერზე სუს-ი განცხადებას ავრცელებს
https://www.facebook.com/TvMtavari/videos/1159964944196583/