ჰაიტიზე ქარიშხალს ასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ხელისუფლება ზოგიერთ რეგიონთან კავშირს ვერ ამყარებს. ქარიშხალმა „მეთიუმ“, რომელიც მეოთხე კატეგორიის შტორმად ითვლება, კუნძულს 5 ოქტომბერს გადაუარა. ქვეყნის რამდენიმე ნაწილი სტიქიის შედეგად ცივილიზაციას მოწყდა.