სოფელ დიდგორის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი სიმაღლიდან ხევში გადავარდა.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
