ჯანდაცვის მინისტრი კვლავ კრიტიკის მთავარ სამიზნეა. საქმე ეხება 520-ე დადგენილებას, რომლის ამოქმედების შემთხვევაშიც სამედიცინო სფეროს ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელი უარყოფით შედეგებს აანონსებს. ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ დაწესებულებებს უჩნდებათ ვალდებულება პაციენტებს სერვისები მიაწოდონ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფით.
დაფინანსების ახალ, ერთიანი ტარიფის სისტემაზე გადასვლას დღეს გადაცემა “რეაქციაში” სამედიცინო სფეროს არაერთი წარმომადგენელი გამოეხმაურა. მათ შორის კლინიკა “გულის” დამფუძნებელი. ანზორ მელია ამბობს, რომ ექიმები აღშფოთებულები არიან ახალი რეფორმით.
“ჩვენ ექიმები აღშფოთებულები ვართ იმიტომ, რომ ყველაზე დიდი მონაპოვარი იყო საყოველთაო პროგრამა და ექიმები ბედნიერები ვიყავით, რომ ავადმყოფს უფულობის გამო უარს არ ვეუბნებოდით, წავიდა ის დრო და საყოველთაო პროგრამამ გამოიწვია, ის რომ განსაკუთრებით კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, რეანიმაცია მაღალ საფეხურზე ავიდა. დღეს შოკირებულები ვართ და სამსახურში მისვლა არ მიხარია, იმიტომ რომ ვიცი რა მელის, მელის ის, რომ ავადმყოფს სჭირდება სტენტის ჩაყენება და ყველა ითხოვს წამლით დაფარული სტენტის ჩაყენებას.
როცა ვიანგარიშე რა ჯდება წამლით დაფარული სტენტის ჩაყენება, გამოვიდა ,რომ 1800 ლარი ჯდება ეს სტენტი. მე რომ ჩავაყენო ხარისხიანი სტენტი 2050 ლარი ღირს. ჩემი კლინიკა არანაირ შემთხვევაში უხარისხო სტენტს არ ჩააყენებს, დღეს 5 კაცს გადავუდეთ და გავუშვით ავადმყოფები. როცა კაცი კვდება, რა ფულზეა საუბარი ჩააყენებ სტენტს, მაგრამ ამას სულ, ყველა შემთხვევაში ვერ გააკეთებ. სახელმწიფოს მიერ დადებული ფასი 300-400ლარით ნაკლებია” – აცხადებს ანზორ მელია.
https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2434188800181455/