ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტს გამოუტყდა, რომ სხვა მამაკაცი ჰყავს, ამის შესახებ ტაბლოიდი The Hollywood Life წერს.
წყაროებმა განაცხადეს, რომ ანჯელინა ჯოლის ახლო აღმოსავლეთში მცხოვრები მილიარდერი უყვარს და მას საიდუმლოდ ხვდება, ამასთან, ენჯის რჩეულს ცოლი ჰყავს.
„ჯოლი გამოუტყდა ბრედს, რომ სხვა მამაკაცი უყვარს. ისინი საკუთარ გრძნობებს მალავდნენ, თუმცა ბოლო ნახევარი წლის მანძილზე საიდუმლოდ ხვდებოდნენ. მამაკაცს განათლება ოქსფორდში აქვს მიღებული,“ – წერს გამოცემა.
ტაბლოიდისვე ცნობით, მსახიობმა და ბიზნესმენმა ერთმანეთი საქველმოქმედო მიღებაზე გაიცნეს, რომელსაც ანჯელინა გაერო-ს კეთილი ნების ელჩის რანგში ეწსრებოდა.