კომპანია Chrysler–მა გადაწყვიტა, რომ სპორტული Dodge Viper–ის ყველა საცდელი ვერსია გაანადგუროს. თავის დროზე ეს ავტომობილები ამერიკულ უნივერსიტეტებს გადაეცა იმ პირობით, რომ მათი გამოყენების ვადის ამოწურვის შემდეგ მოდელებს უკან დააბრუნებდნენ და გაანადგურებდნენ.
უმაღლესმა სასწავლებლებმა სულ 93 ეგზემპლარი მიიღეს და საერთო მოხმარების გზებისთვის არც ერთი მათგანი არ გამოდგებოდა. სატესტო ვერსიებს სიჩქარის შეზღუდვა არ ქონდათ და ვერც მავნე გამონაბოლქვს აკონტროლებდნენ.
მიუხედავად აკრძალვისა, ორი ავტომობილი გზაზე მაინც გავიდა და ორივე შემთხვევა სერიოზული ავარიით დასრულდა. იმისათვის რომ მსგავსი ინციდენტები მომავალში აღარ მოხდეს, კომპანიამ ავტომობილების განადგურება გადაწყვიტა.