LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილის და ზაზა თავაძის კანდიდატურები დასახელდა

104

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ირინა იმერლიშვილის და ზაზა თავაძის კანდიდატურები დასახელდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა გიორგი ლომთაძემ განუცხადა.
ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილის კანდიდატურა გიორგი კვერენჩხილაძემ დაასახელა, რომელსაც ასევე მხარს უჭერს მაია კოპალეიშვილი. რაც შეეხება თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვას და არჩევას, ლომთაძის ინფორმაციით, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g