LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როდის გამყარდება ლარი?

79

გარდა ლარის გაუფასურებაზე მოქმედი ტრადიციული ფაქტორებისა, ამას ემატება ის მოლოდინები, რაც საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის ცვლილებას უკავშირდება, ამის შესახებ ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში, სოსო არჩვაძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ქვეყანაში გაურკვევლობა მატულობს, მოქალაქეები, ბიზნესმენები, ცდილობენ თავიანთი დანაზოგი და შემოსავლები შედარებით მყარ ვალუტაში შეინახონ.

”როდესაც ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები და ჩამოყალიბდება რეალური სურათი საპარლამენტო ადგილების გადანაწილების მხრივ, ლარის კურსი დაიწყებს დასტაბილურებას და უპასუხებს იმ ეკონომიკურ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც იქნება ქვეყანა. ნამდვილად არის იმის პოზიტიური მოლოდინი, რომ ეკონომიკური გუნდი შეძლებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას” – განაცხადა სოსო არჩვაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები