LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ლარის გამყარებას, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს“ – თემურ ჭყონია 

167
თემურ ჭყონია (2)

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ ლარის კურსის გამყარებას როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ეფექტი აქვს, შესაბამისად, მისი თქმით, მთავარი გამოწვევა ამ მიმართულებით ბალანსის შენარჩუნება იქნება.

„ლარის გამყარებას, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები აქვს. შეიძლება იმპორტი გაიზარდოს, მაგრამ ექსპორტი შემცირდეს. ამიტომ ეს ბალანსი დასაცავია და არ უნდა დაირღვეს. ეროვნულმა ბანკმა ალბათ ეს უნდა გაითვალისწინოს.

რეფინანსირების განაკვეთის შემცირება შესაძლებელია. იმ შემოსავლებით, რაც აქვს ქვეყანას ახლა. ამან შეიძლება ეკონომიკურ წინსვლას შეუწყოს ხელი და სესხები ცოტათი გაიაფდეს“, – ამბობს ბიზნესმენი თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, 10 მაისს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომას გამართავს, სადაც რეფინანსირების განაკვეთის შემცირების საკითხზე იმსჯელებენ.

 

წყარო: BM.GE

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები