LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში წელს 800 კმ გზის რეაბილიტაცია განახორციელდა

178
1459154622

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ 2019 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.

როგორც ქარსელაძემ აღნიშნა, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, მიმდინარე წელს 800 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია განახორციელა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ მეტია. ასევე განხორციელდა 52 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ჯამში, 2019 წელს სულ 200 რეაბილიტაციის პროექტი განხორციელდა.

2019 წელს რეაბილიტირდა ისეთი დიდი და მნიშვნელოვანი გზები, როგორიცაა ნიჩბისი-დიდიგორო-დიდი თონეთის 26 კმ-იანი გზა, რომელიც მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის უმოკლესი დამაკავშირებელი გზაა, ჭრებალო-ნიკორწმინდის დამაკავშირებელი 26 კმ-იანი გზა, რომლიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით რეაბილიტირდა და მისმა ღირებულებამ 18 533 700 ლარი შედგინა და კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკას 16 კმ-იანი მონაკვეთი, რომლის ღირებულებამ 13 795 800 ლარი შეადგინა.

სურამში ნაზუქების მოედანი მოეწყობა - ხალხს ექნება შანსი, მეტი ნაზუქი გაყიდოს

ხალხს ექნება საშუალება საგზაო უსაფრთხოების სრული დაცვით განავითარონ ბიზნესი

ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ტურისტული მარშრუტების რეაბილიტაციის მიმართულებით, მათ შორის დასრულდა ცაგერში, ხვამლის მთასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, მიმდინარეობს და 2020 წელს დასრულდება ხონში, ოკაცეს კანიონთან მისასვლელი გზის, ხიდების და ძამას ხეობაში, ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანის გზის რეაბილიტაცია. ასევე, რეაბილიტაცია უტარდება დავით გარეჯის მონასტერთან მისასვლელ გზას.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იან გზაზე, ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს და სრულად 2021 წელს დასრულდება. ასევე, სამუსაოები გრძელდება კახეთის მიმართულებით ახმეტა-თელავი-ბაკურციხის (გურჯაანის შემოვლითი) 15.5 კმ-იან გზაზე, რომელიც ქ. გურჯაანს სრულად განტვირთავს მოძრაობისგან, აღნიშნული გზის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება. რეაბილიტაცია უტარდება ისეთ გზებს, სადაც აქამდე ასფალტ-ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა. მათ შორის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს თიანეთი-ახმეტას დამაკავშირებელ 28 კმ-იან და ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კმ-იან გზებზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g