LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 უცნობი ფაქტი ყველასთვის საყვარელი ფილმიდან „შვებულება“

834
საშობაო-ფილმი

ყველა ჩვენგანს აქვს საყვარელი ფილმი, რომელსაც ყოველ წელს, მხოლოდ შობა-ახალი წლის დღეებში უყურებს. ზოგიერთისთვის ესა არის კომედია „მარტო სახლში“, ზოგისთვისაც რომანტიკული მელოდრამა რეალური სიყვარული“, მაგრამ ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ნენსი მერისის 2006 წელს გადაღებული ფილმი „შვებულება“ ყველასთვის საუკეთესო არჩევანია.

თუ თქვენ ჯერ არ ხართ ამ ფილმის დიდი გულშემატკივარი, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდეთ რამდენიმე საინტერესო ფაქტი ამ ჯადოსნურ საახალწლო ფილმზე. ეს ფილმი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ბედნიერებას უკლებლივ ყველა ადამიანი იმსახურებს, ამიტომ არასოდეს უნდა შეგვეშინდეს სპონტანული გადაწყვეტილებების, მაშინაც კი, როცა სასწორზე კარიერა დგას.

საინტერესოა, რომ ინგლისური კოტეჯი, რომელსაც ფილმში ვხედავთ, სინამდვილეში არ არსებობს და ის აწყობილი დეკორაციაა. თუმცა ეს სახლი სწორედ ინგლისში, სარის საგრაფოში მდებარე კოტეჯის მიხედვით შეიქმნა. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდურ მონაკვეთში „ოსკაროსანი“ დასტინ ჰოფმანი ჩნდება. გაირკვა, რომ მისი მონაწილეობა კინოში დაგეგმილი არ ყოფილა. აღმოჩნდა, რომ ჰოფმანი ვიდეო გაქირავების მაღაზიას მაშინ სტუმრობდა, როცა ფილმს იღებდნენ და ცხადია, ეს უნიკალური მომენტი კადრიდნ არ ამოჭრეს. სცენარი სპეციალურად ოთხი ბრიტანელი მსახიობისთის, ქეით უინსლეტისთვის, ქამერონ დიაზისთვის, ჯეკ ბლეკისა და ჯუდ ლოსთვის დაიწერა, ისე რომ ყველა მსახიობის ძლიერ მხარეები წარმოეჩინათ. ქამერონ დიასს რეჟისორმა საკუთარ ნებაზე იმპროვიზაცია სთხოვა, ამბობენ, ამის გამო ფილმი განსაკუთრებულად სასაცილო გამოვიდა.

კინოსურათის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი საიტია, რომლის მეშვეობითაც ფილმის გმირები ერთმანეთს გაიცნობენ და სახლების გაცვლას გადაწყვეტენ. გაირკვა, რომ ეს საიტი მართლა არსებობს და ამ ფილმის გამოსლვის შემდეგ მისი მომხმარებლების რიცხვი გაასმაგდა. ფილმში უამრავი თოვლიანი სცენაა, არადა ამინდის პროგნოზის მიხედვით, გადაღებების დღეს კაშკაზა მზე უნდა ყოფილიყო. როგორც ყოველ შობას, აქაც სასწაული მოხდა და თოვლიანი ეპიზოდების გადაღებას სამდღიანი თოვა დაემთხვა.

კიდევ ერთი საინტერესო, მომენტი. ფილმში არტურის როლის შემსრულებელი მსახიობი 90 წლისაა, თუმცა ის ისეთ ენერგიაზე იყო, რომ რეჟისორმა მას სთხოვა, ცოტა ძალები მოეთოკა და მოხუცივით მოქცეულიყო. რაც შეეხება მუსიკას, ფილმში 28 სხვადასხვა კომპოზიციაა გამოყენებული, მათ შორის ელა ფიტჯერალდის, არეტა ფრანკლინის, კაილი მინოუგის, ქილერსის და თვით ენიუ მორიკონეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g