LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯენიფერ ლოპესის 7 საიდუმლო ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

2413
180251.909269.2042

პუბლიკა დიდი ხანია აღფრთოვანებულია ჯენიფერ ლოპესის რელიეფური სხეულით. მართალია, წელს ვარსკვლავმა 50 წლის იუბილე აღნიშნა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივ ფორმაშია, რაც არა გენეტიკური უპირატესობის (როგორც ბევრს ეგონა), არამედ მონდომების და საკუთარ თავზე სერიოზული მუშაობის შედეგია.

წყალი – ბევრი სითხის მიღება – ჯენიფერ ლოპესის მთავარი წესია. ვარჯიშამდე და ვარჯიშის შემდეგ დიდი რაოდენობით წყალი მსახობს გაუწყლოებისგან იცავს, ორგანიზმს კი, მავნე ნივთიერებებისგან განთავისუფლებასა და მეტაბოლიზმის დაჩქარებაში ეხმარება.

უარი ალკოჰოლსა და ყავაზე – გარეგნობასთან ერთად ლოპესი ჯანმრთელობაზეც აქტიურად ზრუნავს. დიდი ხანია უარი თქვა ყავასა და ალკოჰოლზე, რათა გული, ღვიძლი და თირკმელები დაიცვას ზედმეტი დატვირთვისგან.

სწორი კვება – ლოპესი მკაცრად იცავს წესს, რომელიც წლების წინ დაუწესა საკუთარ თავს და „ფასტფუდთან“ ერთად ნახევარფაბრიკატებსა და სწრაფ ნახშირწყლებზეც უარი თქვა. მსახიობის რაციონს ძირითადად ცილით და სასარგებლო ცხიმებით, აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარი პროდუქტი შეადგენს. ერთ-ერთ ინტერვიუში ლოპესმა სიამაყით აღნიშნა, რომ „მართალია ძალიან უყვარს მეგობრების კომპანიაში ვახშმობა, მაგრამ მაშინაც მხოლოდ დაბალკალორიულ კერძებს მიირთმევს“. ჯეი ლოს სტანდარტულ მენიუს თევზი ან ქათმის ხორცი შეადგენს ბოსტნეულის სალათის უზარმაზარი პორციით, ძალიან უყვარს ღორის ხორცი, თუმცა იშვიათად ანებივრებს საკუთარ თავს საყვარელი კერძით.

გონივრული წახემსება – ლოპესის განცხადებით, ძალიან მოშიებულიც არასდროს ეტანება ორცხობილას და შოკოლადს, მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს, საკვების მიღებებს შორის დიდი ინტერვალის შემთხვევაში კი, პროტეინის საყვარელ კოქტეილს მიირთმევს.

მეტი სპორტი – იმ უმრავლესობისგან განსხვავებით, ვისაც ვარჯიში მოსაწყენ რუტინად ეჩვენება, ლოპესი სიამოვნებით ატარებს დროს სპორტულ დარბაზში. ყოველდღე ვარჯიშობს და ხშირად ცვლის დატვირთვას. ძალისმიერ ვარჯიშებთან ერთად, კვირაში 4-5 კარდიოვარჯიშებს მიმართავს, რადგან ძალიან უყვარს ცეკვა.

ძალისმიერი ვარჯიშები – ლოპესი კუნთების ყველა ჯგუფს ავარჯიშებს, თუმცა განსაკუთრებულ ყურადღებას ხელებს, ზურგს, პრესს, საჯდომს აქცევს და სიამოვნებით ასრულებს ვარჯიშების ურთულეს კომპლექსებს.

კარდიოვარჯიშები – ცეკვამ ლოპესი ბავშვობაში გაიტაცა, რადგან რიტმული მოძრაობები არა მხოლოდ დადებითი ემოციებით უზრუნველყოფს, არამედ საუკეთესო კარდიოვარჯიშიცაა.

 

View this post on Instagram

 

??

A post shared by Jennifer Lopez (@jlo) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g