LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეს ქმნის საკონსტიტუციო უმრავლესობა?

84

საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთპიროვნული მმართველობის საფრთხეს ქმნის, ამის შესახებ რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა, რომელიც ერთერთია იმ ხელმომწერებს შორის, რომლებიც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებენ, მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირონ მხარი, რათა საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელში არ მოექცეს.

როგორც მშვენიერაძემ განმარტა, თუ ერთი პარტია მინიმუმ 113 მანდატს მიიღებს პარლამენტში, მას საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და შეძლებს, კონსტიტუციაში ცვლილებები ერთიპოვნულად განახორციელოს.

“დღეს არსებული სისტემილ პირობებში, “ქართულ ოცნებას”ამომრჩევლის მხრიდან მხოლოდ 48%-იანი მხარდაჭერა აქვს, თუმცა მაინც ეძლევა საშუალება ხელში ჩაიგდოს საკონსტიტუციო უმრავლესობის 3/4. წინასწარ ვიცით 3 იდეა, რის შესახებაც აპირებს საკონსტიტუციო უმრავლესობის განხორციელებას. მათ შორის არის პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმება, რაც სახელისუფლებო შტოებს შორის ბალანსის დარღვევის საფრთხეს ქმნის და დემოკრატიას დააზიანებს, ვინაიდან პრეზიდნეტის არჩევის წესის შეცვლასთან ერთად, დღის წესრიგში დადგება მისი უფლებამოსილების შეკვეცის საკითხიც” – განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, არის შესაძლებლობა, რომ მმართველი პარტია პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შევიდეს.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, 23 მაჟორიტარულ ოლქში ქართულმა ოცნებამ პირველივე ტურში გაიმარჯვა, ხოლო პროპორციული სიით მმართველ გუნდს 44 დეპუტატი ეყოლება პარლამენტში, შესაბამისად, ქართულ ოცნებას ამ ეტაპზე 67 მანდატი აქვს. მეორე ტური 50 ოლქში უნდა გაიმართოს. თუ მმართველი პარტია მინიმუმ 45 ოლქში გაიმარჯვებს, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა ეყოლება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g