LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 გაიხსნა

43

ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 გაიხსნა. საზეიმო მიღებაში მონაწილეობა ბელგიის მეფემ და დედოფალმა მიიღეს. ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი წარმოადგენდნენ.

სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება. პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე. შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.

წელს ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები არიან ნიდერლანდები და ბელგია. საქართველო, ამ სტატუსით, ასობით გამომცემლებსა და მწერლებს ფრანკფურტში 2018 წელს უმასპინძლებს.

14573049_1083314171716856_6010543176986617144_n

magti 5g