LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ალექსანდრე ჯეჯელავა: ჯობია გაზარდოთ ძლიერი ადამიანი, რომელიც არ დაგიჯერებს

175
BeFunky-collage (2)

ალექსანდრე ჯეჯელავა გადაცემის „დღის პოსტი“ სტუმარი იყო.

ჯეჯელავამ გადაცემაში გარკვეული რჩევები გასცა და აღნიშნა, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა გარისკოს.

„ნამდვილი გმირობაა, პირველი ნაბიჯი გადადგა, როდესაც კიბე ჯერ არ ჩანს. ანუ პირველ ნაბიჯს დგამ უფსკრულში, იმიტომ რომ იქ არ ჩანს კიბე არის, თუ არ არის.

შეიძლება ამ პირველ ნაბიჯს გულის ტკივილი და წაქცევა მოჰყვეს.

თუ ამ ნაბიჯებს არ დგამ და ამბობ, რომ გარანტირებული მომიტანეთ, მაშინ პატარა კიბეები იქნება. უნდა გარისკო რა.

ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც სხვა პროფესიისაა და საერთოდ სხვა რამე აბედნიერებს.

აი ესაა მოტივაცია. ოჯახმა შეუქმნა მოტივაცია და გარემო, ჩაუდო ტვინში, რომ მას უნდა იურისტობა, ექიმობა…ადამიანი ხვდება, რომ სიამოვნება პროცესში არ არის, არ მოვიდა ეს ხალისი,“ – აღნიშნა ჯეჯელავამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები