LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თაღლითობაში ბრალდებული დიკაპრიო პირველ კომენტარს აკეთებს

66

მას შემდეგ, რაც ლეონარდო დიკაპრიო 3 მილიონი დოლარის მითვისებაში დაადანაშაულეს, ოსკაროსანმა მსახიობმა დუმილი დაარღვია. განცხადებაში, რომელიც მსახიობის პრესსამსახურმა გაავრცელა ნათქვამია, რომ დიკაპრიო აქტიურად თანამშრომლობს ფედერალურ საგამოძიებო სამსახურთან: „ლეონარდო აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან და გარანტიას იძლევა, რომ სამართლიანობა იზეიმებს. პირველად, როცა გაიგო, რომ სახელმწიფო მას თაღლითობაში ადანაშაულებდა, მაშინვე გაგზავნა საკუთარი იურისტები შესაბამის უწყებაში იმის დასადგენად, იღებდა თუ არა რაიმე სახის შემოწირულობას ფონდი Leonardo DiCaprio Foundation მაქინაციებში ჩართული ორგანიაზაციებისგან. თუ ეს ფაქტი დადასტურდა, დიკაპრიო ამ თანხას უახლოეს პერიოდში დააბრუნებს“, – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.

ფინანსურ მაქინაციებში შესაძლო მონაწილეობის გამო, ბრუნო მანსერას სახელობის ფონდის ხელმძვანელმა დიკაპიროს ულტიმატუმიც წაუყენა. მან მოსთხოვა ოსკაროსან მსახიობს დააბრუნოს ფული ან დატოვოს გაეროს კეთილი ნების ელჩის თანამდებობა. მსახიობს ამ ულტიმატუმზე პასუხი ჯერ არ გაუცია. შეგახსენებთ, რომ კორუფციული სკანდალი ჯერ კიდევ აგვისტოში გაღვივდა. ამერიკის მთავრობას გაუჩნდა ეჭვი, რომ ლეონარდო დიკარპიომ 3 მილიონი დოლარი მიითვისა და ეს თანხები ფილმ „უოლ-სთრითის მგელის“ გადაღებებს მოხმარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები