მადრიდის ”რეალი” კრიშტიანო რონალდოს ახალ კონტრაქტზე მოელაპარაკა.
”სამეფო კლუბი” ამას მომდევნო კვირაში გაახმოვანებს.
”ბლანკოსი” აგრძელებს წამყვან მოთამაშეებთან ხელშეკრულებების გადახედვას. ახლა ყველაზე მთავარის ჯერი დადგა.
31 წლის ფორვარდი 2018 წელს დასამთავრებელ კონტრაქტს 2021 წლამდე გააგრძელებს. ოფიციალური ანონსი იქით კვირაში იქნებაო, ირწმუნება Cadena Ser. ესპანური მედიის მონაცემებით, კრიშტიანოს ხელფასი წლიურად 21-დან 23 მილიონ ევრომდე გაიზრდება.