LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეუშვით და რას უზამენ პატიმრები არ გაინტერესებთ? – ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

362
nngfhyfhy

სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა და “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი, პარლამენტის თავმჯდომარისგან 20 ივნისის ღამეს დაკავებულების მონახულების უფლებას ითხოვდნენ. დღეს დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან ორი დაკავებულის მშობელი იმყოფებოდა, რომლებიც შენობაში შესვლას ითხოვდნენ, თუმცა დაცვამ ისინი არ შეუშვა. დაკავებული ბუდაღაშვილის და თამლიანის მშობლები ითხოვდნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიეცეთ საშუალება საპყრობილეში მოინახულონ დაკავებულები და გაარკვიონ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

სერგო რატიანის განცხადებით, არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ პატიმრებზე ხორციელდება ზეწოლა, ამიტომ ისინი რამდენიმე კვირაა უშედეგოდ ითხოვენ დაკავებულთა მონახულების უფლებას.

სიტუაცია ოპოზიციონერ დეპუტატებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც თინა ბოკუჩავა არ დაემორჩილა თავმჯდომარის მოთხოვნას დაეკავებინა კუთვნილი ადგილი და “შეეკრა ღვედი”. ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს მოსთხოვა მიეცა თანხმობა პატიმრების მონახულების თაობაზე, თუმცა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ვერც არმჯერად მიიღეს სასურველი პასუხი. სერგო რატიანმა თალაკვაძეს “მარიონეტის მარიონეტი უწოდა” თალაკვაძემ და უმრავლესობის წევრებმა, ენმ წევრებს, მათივე მმართველობის პერიოდი და იმ დროს არსებული საპატიმროები გაახსენეს.

უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს უთხრა, რომ ციხეში პატიმრების მოსანახულებლად მათ იმიტომ არ უშვებენ, რომ “სუნი არ დააყენონ”.

“უსაფრთხოების მიზნით ვერ შეგიშვებენ. მოაწყობთ იქ რაღაცებს. შეუშვით ერთი, შეუშვით და რას უზამენ პატიმრები არ გაინტერესებთ?” – მიხეილ ყაველაშვილი. უმცირესობამ უმრავლესობის წევრებს უპასუხეს, რომ “სუნი ბიუროს სხდომაზე დგას”.

უნდა დაისაჯოს! – ივანიშვილმა დარბევაზე პირველი კომენტარი გააკეთა

თინა ბოკუჩავამ პროტესტის ნიშნად დღის წესრიგი დახია. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ბიუროს სხდომაც დატოვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g