LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დაისაჯოს! – ივანიშვილმა დარბევაზე პირველი კომენტარი გააკეთა

976
62197221_2332030736856858_6076846826500128768_o

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე და შემდეგ მის დარბევაზე პირველ კომენტარს აკეთებს. ივანიშვილი აცხადებს, რომ უნდა დაისაჯოს ყველა: ვინც ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისინიც, ვინც ძალას გადააჭარბა.

ამის შესახებ ივანიშვილმა “ქართული ოცნების” შტაბში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც აქციების ერთ-ერთი მოთხოვნის – პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების დაკმაყოფილება დააანონსა. მანვე აღნიშნა, რომ ამ ცვლილებებისკენ მმართველ გუნდს ახალგაზრდების მოთხოვნამ უბიძგა.  

პროპორციული სისტემა, ნულოვანი საარჩევნო ბარიერი - ივანიშვილმა ცვლილებები დააანონსა

ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური და ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა.

“უნდა დაისაჯოს ის ვინც მასობრივი ძალადობის ორგანიზება მოახდინა და ისიც ვინც ძალას გადააჭარბა,” – თქვა მან.

“ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით გაიმართება. მისივე თქმით, არჩევნები ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩატარდება.

“იმედი გვაქვს, რომ ამ გზით მივიღებთ 2020 წელს მივიღებთ პარლამენტს, სადაც თითქმის ყველა პოლიტიკური აქტორი და ამ ქვეყნის მთელი ინტელექტუალური აქტორი იყო წარმოდგენილი. არავის დასჭირდება ვინმესთან მიკედლება, ხელოვნური გაერთიანება და ხშირად, საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა, რათა ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეიტანოს.

ნებისმიერი მმართველი პოლიტიკური ძალის ვალია, იყოს ადეკვატური და ესმოდეს საზოგადოების მაჯისცემა. დღეს ყველა ვხედავთ, რომ საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ცვლილებების საფუძველს იძლევა,” – განაცხადა მან ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ ცვლილებებისკენ საზოგადოების და განსაკუთრებით კი ახალგაზრობის სურვილმა და მოთხოვნამ უბიძგა.

პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ პროპორციული სისტემით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარება იყო.

“ქართული ოცნების” ოფისში დილიდან ჯერ პოლიტსაბჭოს წევრები შეიკრიბნენ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სწორედ სხდომის შემდეგ გააკეთა ივანიშვილმა განცხადება.

შეგახსენებთ, გავრილოვის ინციდენტის შემდეგ, პარლამენტის წინ ოთხი დღეა აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები შს მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას და 21 ივნისის ღამეს განვითარებული მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები