2018 წლის მსოფლიო პირველობის თილისმის გამოსავლენი კენჭისყრის შედეგები ტელეშოუში „ღამის ურგანტი“ გამოაცხადეს.
გამარჯვებული ცხოველუკა პროგრამის სახელგანთქმულმა სტუმრებმა – რონალდომ (ბრაზილიელმა) და ზვონიმირ ბობანმა გამოაცხადეს. მგლის გარდა მუნდიალის თილისმაზე პრეტენზია ქონდათ კატას და ამურის ვეფხვ-კოსმონავტს.
მგელმა გამოკითხვაში საგრძნობი უპირატესობით მოიგო (52,8%), კატამ მეორე ადგილი დაიკავა (26,8%, ვეფხვი მესამეა – (20,4%).
გამოკითხვა ოთხი კვირა გაგრძელდა ფიფას საიტსა და სოციალურ ქსელებში, მასში მონაწილეობა 1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო.
2018 წლის მუნდიალი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.