მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები საარჩევნო უბნის გარე პერიმეტრზე არიან განთავსებულები.
ადგილზე ასევე იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მხარდამჭერები და პარტის მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი. საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი უნდა დაიწყოს.
