ბაკურიანში 5-ვარსკვლავიანი Bakuriani Inn გახსნისთვის ემზადება. სასტუმროს კარი პირველი სტუმრებისთვის ოფიციალურად 25 დეკემბერს გაიხსნება, მანამდე კი Bakuriani Inn სატესტო რეჟიმში მუშაობს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო აღჭურვილია 154 სხვადასხვა კატეგორიის ნომრით, მათ შორის: არის ლუქსის ტიპის, საოჯახო ტიპის ნომრები და ასევე საპრეზიდენტო. სასტუმრო ერთდროულად შეძლებს უმასპინძლოს 350 ადამიანს.
Bakuriani Inn-ის ფანჯრებიდან და აივნებიდან მთიანეთის დაუვიწყარი ხედები იშლება. როგორც Bakuriani Inn-ის მენეჯმენტში ამბობენ, სასტუმრო მაღალი ხარისხისა და კომფორტის გარდა, გამორჩეული იქნება სერვისებითაც, სასტუმროში დაგხვდებათ: ტერასა; შშმ პირების მოთხოვნილებებზე მორგებული ოთახი; საოჯახო ტიპის ოთახი; პარკირების ადგილი; საბილიარდო; ბარგის შესანახი ოთახი; თხილამურებისა და ფეხსაცმლების შესანახი ოთახი; უკაბელო ინტერნეტი; ფეხბურთის, კალათბურთის და ფრენბურთის მოედნები; დახურული საცურაო აუზი; მშრალი და სველი საუნები; სამასაჟო და სპა ცენტრი; ბავშვთა გასართობი სივრცე; 7 სხვადასხვა ტიპის ბარ-რესტორანი; 4 საკონფერენციო დარბაზი; 2 საკონცერტო დარბაზი; 24 000 კვ გამწვანებული ტერიტორია; 500 მეტრი სასეირნო ბილიკი ტერიტორიაზე…
თუ როგორი იქნება ახალი 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო ბაკურიანში – ამას ქართული მედიის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები პირადად, ადგილზე გაეცნენ. მათთვის Bakuriani Inn-ში მედიატური გაიმართა. ჟურნალისტებსა და საზოგადოების ცნობილ სახეებს Bakuriani Inn-ის ერთ-ერთერთმა დამფუძნებელმა პაატა კოკაიამ უმასპინძლა. 2 დღის განმავლობაში მედიის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს სასტუმროს შიდა და გარე სივრცეები. მიიღეს ინფორმაცია ნომრების რაოდენობების, ტიპებისა და სერვისების შესახებ; გარდა ამისა, დაათვალიერეს სხვადასხვა საჯარო სივრცეები, რომლებიც სტუმრებს შესთავაზებს დასვენებისა და გართობის მრავალფეროვან არჩევანს, ასევე ბიზნესსივრცეებს.
Bakuriani Inn-ის სტუმრებმა დაათვალიერეს „ბაკურიანი ინნ აპარტამენტების“ მშენებლობის პროცესიც, რომელიც სასტუმროს ტერიტორიაზე შენდება და 3 ბლოკისგან შედგება.
აღსანიშნავია, რომ პრესტურის ბოლოს, მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა გალა-ვახშამი, რომელზეც მაკა ზამბახიძემ ბენდ „ნონ-სტოპთან“ ერთად იმღერა. ჩატარდა გათამაშებები და სხვა გასართობი ღონისძიებებიც.