დაახლოებით ერთსა და იმავე სიტუაციაში გადაღებული ბარაკ ობამასა და დონალდ ტრამპის სურათების შედარება სოციალურ ქსელებში პოპულარული გახდა.
აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატის ფოტოები წვიმაშია გადაღებული. ბარაკ ობამა ქოლგის გარეშე მიდის თავსხმა წვიმაში, ქოლგის ქვეშ შეფარება კი – ცოლს, მიშელს დაუთმო. დონალდ ტრამპი კი წვიმაში გადაღებულ ფოტოში ვარცხნილობას წვიმისგან ქოლგით იცავს, მის უკან კი ქალს წვიმა ასველებს.
პოსტი „ტვიტერზე“ 2 ათასჯერ გააზიარეს.