ბოლო დღეებში ისევ აქტუალური გახდა ივლისში მომხდარი ავტოავარია, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
ავარიიდან რამდენიმე თვის თავზე, მორაგბე სათამაშო მოედანზე გამოჩნდა. ამ ფაქტმა საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია და წერენ, რომ სარაგბო მოედანზე ასე სწრაფად დაბრუნება მიზანშეწონილი არ იყო. მეკოს მიმართ ინტერნეტსივრცეში უამრავი ბრალდება ისმის…
მორაგბის დასაცავად ვიქტორია ეზუგბაიამ სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც ავარიის ახალი დეტალების შესახებ საუბრობს. მისი ინფორმაციით, მძღოლი, რომელსაც მიუძღვის დანაშაული, დაკავებულია.
ვიქტორია წერს:
“არასამართლიანი და არასწორი შეფასებაა გაკეთებული საზოგადოების ნაწილის მხრიდან, მეკო კვირიკაშვილის მონაწილეობით მომხდარ ავტო საგზაო შემთხევასთან დაკავშირებით. საზოგადოებას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია.
გთხოვთ, წაიკითხოთ და მოერიდოთ მინიმუმ აგრესიულ შეფასებას, როდესაც ფაქტობრივი გარემოებები არ იცით.
იმ დღეს მეკომ და ანანომ 4 შვილი დატოვეს სურამში გზად, ვაზუსტებ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ არ იმყოფებოდნენ, რაც დაადგინა ექსპერტიზამ. მეკო მოძრაობდა 100 კმ/ს სიჩქარით და არაუმეტეს! გასწრების დროს გამოვარდა მერსედესის მარკის ავტომობილი, მეკო შეეცადა აეცილებინა და გადავარდა საპირისპირო მიმართულებით. ეს გამოძიებისთვის ცნობილია და მძღოლიც ნაპოვნია, რომელიც მიმალული იყო. შედეგად გარდაიცვლა 4 ადამიანი და მათ შორის არის მეკო კვირიკაშილის მეუღლე ანანო.
გარდაცვლილის მშობლები ანანოსთან საავადმყოფოშიც კი იყვნენ. მაოცებს მათი შეგნება, დამოკიდებულება და ჰუმანურობა, კიდევ ერთხელ დიდ მწუხარებას გამოვთქვამ მათი გარდაცვლილი შვილების გამო და დიდ პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ.
მესმის საზოგადოებისთვის გაუგებარია მისი მოედანზე გასვლა, მაგრამ მას ჰყავს 4 შვილი რომელსაც მარტო ზრდის და უვლის, მან უნდა გააგრძელოს ცხოვრება ძალიან მძიმე ტვირთით.