LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სამშენებლო კოდექსი, შესაძლოა, 10 წლით გადაავადონ

259
მშენებლობა2

საქართველოს პარლამენტი ახალი სამშენებლო კოდექსის 10 წლით გადავადებას გეგმავს.  თბილისის მერიის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა.

თემაზე სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე, დავით აბულაძე ესაუბრა.

როგორც აბულაძე აცხადებს, ამ მოთხოვნას, ცვლილების ავტორები, კოდექსის თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან შეუსაბამობით ხსნიან. საუბარია კოდექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის ათი წლით გადავადებასა და ამ ნაწილში, თბილისისთვის საკუთარი ადგილობრივი წესების შემუშავების უფლების შენარჩუნებაზე.

საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე მიუღებლად მიიჩნევს სამშენებლო კოდექსის მნიშვნელოვანი ნაწილის 10 წლით გადავადებას და ამბობს, რომ „ეს ყველაფერი ან პოლიტიკური საბოტაჟია, ან პროფესიული უმეცრება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g