LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დასრულდეს ეს მოჯადოვებული წრე და გადააშენეთ “ამ ცხოვრების დედაც” ლოზუნგები – გურამ შეროზია

805
79452856-2639048462845104-8351020022478405632-o (2)

ბლოგერი გურამ შეოროზია სოციალურ ქსელში მოზარდებში სუიციდს ეხმაურება.

“დღეს კიდევ ერთმა, 15 წლის მოზარდმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით და უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა!

ფსიქოლოგიურ ჭრილში თუ შევხედავთ, ჩვენი წვლილიც ვლინდება! ტაში დავუკარით, გმირად შევრაცხეთ, საახალწლო პროგრამები გავაუქმეთ, ყველა მათ ფოტოებს ვაფრიალებთ, ლამის სახეზე ამოვიკაწროთ “ამ ცხოვრების დედაც” და არც კი გვიფიქრია, რომ მსგავსი “სუპერსთარობა” შეიძლება სხვა მოზარდსაც მონდომებოდა.

მოტივით: აი მეც ავატირებ მთელ საქართველოს, ჩემი ფოტოებიც ააჭრელებენ სოც. ქსელებს, ა.შ.

შევთანხმდეთ, რომ თვითმკვლელი გმირი კი არა, ერთი უნებისყოფო, უპასუხისმგებლო და ყველას ფეხებზე დამკიდებელი ადამიანია და არ მართლდება არც რელიგიურ, არც მორალურ, არც ადამიანურ და არცერთ ჭრილში! თავის მოკვლაზე გაცილებით დიდი გმირობა პრობლემების გადალახვა, მტკიცედ დგომა და ღირსეული ცხოვრების გაგრძელებაა!

რატომ ადევს ჩემი ფოტო ამ პოსტს? იმიტომ, რომ ამიერიდან არცერთი თვითმკვლელი მოზარდის ფოტომ არ უნდა მოიცვას სოც. ქსელები, არც მთელი ქვეყანა ვისაუბრებთ მათზე და არც მოტივაციას გავუზრდით ვინმეს, დავიღალე უკვე!

უნდა დასრულდეს ეს მოჯადოვებული წრე! და გადააშენეთ “ამ ცხოვრების დედაც” ლოზუნგები, აღარ შემიძლია ამდენი ნეგატივი, გავიაზროთ პრობლემა ყველამ ერთად და გავაცნობიეროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა!!!”-წერს გურამ შეროზია.

https://www.facebook.com/guram.sherozia.blog/photos/a.1227409490675682/2639048459511771/?type=3&theater

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g