15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებზე საავადმყოფოში იმსჯელა.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში მარიანა ჩოლოიანის დაკავების შესახებ განცხადება გაკეთდა, რის შემდეგაც ჩოლოიანი, რომელიც 15 წლის მოზარდის საქმეზე დააკავეს, შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ლუკა სირაძის გამოკითხვა 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამომძიებელმა უთხრა ლუკა სირაძეს, რომ დანაშაულის არაღიარების შემთხვევაში, მის ძმას შეექმნებოდა პრობლემები - სახელმწიფო ინსპექტორი
როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, გამომძიებელმა არ იხელმძღვანელა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრინციპებით და ლუკა სირაძეს მოსთხოვა დანაშაულის აღიარება. უარის შემდეგ, პროკურატურის ცნობით, გამომძიებელმა გამოკითხვა განაგრძო მოწმეთა ერთმანეთთან დაპირისპირების გზით, რის შედეგადაც არასრულწლოვნებმა ფსიქოლოგიური სტრესი განიცადეს.
15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც 11 დეკემბერს თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში 17 დეკემბერს გარდაიცვალა.