LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვიტოვებენ განცდას, რომ სამართალს ვერ ვიპოვით, მარიანა ჩოლოიანს მფარველობენ: ლუკა სირაძის დედა

138
ელიკო ჩხიტუნიძე

ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც მარიანა ჩოლოიანმა საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე დატოვა, გარდაცვლილი ლუკა სირაძის დედა ელიკო ჩხიტუნიძე „ფორმულას“ ეთერში ეხმიანება. მისი განცხადებით, მისი შვილის გარდაცვალების საქმეში ჩართულ გამომძიებლებს, მათ შორის მარიანა ჩოლოიანს მფარველობენ.

მისივე თქმით, ჩოლოიანის გარდა სხვა პოლიციელებიც უნდა დაეკავებინათ, თუმცა საქმეზე მხოლოდ ყოფილი გამომძიებელი დააკავეს. მისი თქმით, ოჯახს აქვს იმის განცდა, რომ სამართალს ვერ იპოვიან.

„ესეთი უპატრონოები ვიყავით. თვითონ გვიტოვებენ განცდას, რომ სამართალს ვერ ვიპოვით. ჯერ ეკუთვნოდა 9 წელი, მაგრამ არ მისცეს, მერე იყო სასჯელის უმაღლესი ზომა 5 წელი, ეს 5 წელიც არ მისცეს… ნამდვილად მფარველობდნენ, რა თქმა უნდა, თორე მაგასთან, ის პოლიციის უფროსის მოადგილე უჩა მამასახლისი – ისიც ისეთივე დამნაშავე იყო. ისინი ერთად მოქმედებდნენ. რატომ ის არ დაიჭირეს?! ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიყვანეს. მოილაპარაკეს, რომ შენ მალე გამოგიყვანთ. მეტი აზრი არ არის, ამას მიხვდება ყველა“, – განაცხადა მოზარდის დედამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები