LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ადვოკატი: ჩოლოიანის ჯანმრთელობის დამძიმება არ არის გამოწვეული იმით, რომ საპატიმროში მოხვდა

219
BeFunky-collage (2)

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ისევ ჰოსპიტალიზებულია. ის ღუდუშაურის კლინიკაში სასამართლო პროცესამდე რამდენიმე საათით ადრე გადაიყვანეს.

ჩოლოიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას კლინიკა პაციენტის მოთხოვნით არ ასაჯაროებს.

"დაავადებამ ისევ იჩინა თავი"- მარიანა ჩოლოიანი კლინიკაში გადაიყვანეს

ჩოლოიანი საქმის არსებითი განხილვა დღეს იწყება, რომელიც დიდი ალბათობით, ბრალდებულის გარეშე ჩაივლის.

ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჯანმრთელობის პრობლემები ადრეც ჰქონდა. რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, შესაძლოა ბრალდებულის გარეშე ჩატარდეს.

ჩოლოიანის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს – სასამართლო სხდომა დაიხურა

,,მისი ჯანმრთელობის დამძიმება არ არის გამოწვეული იმით, რომ იგი საპატიმროში მოხვდა და სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. იგი 2013 წლიდან გადიოდა მკურნალობას, როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის კლინიკებში. ეს ინფორმაცია წარდგენილია გამოძიებაში და საქმეშიც დევს. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე იგი წინა სასამართლო სხდომაზეც არ იმყოფებოდა,’’- განაცხადა არჩილ შაბაშვილმა.

მარიანა ჩოლოიანის საქმის არსებითი განხილვა დღეს, 15:00 დაიწყება.მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან. დაცვის მხარე კვლავ ამტკიცებს, რომ ჩოლოიანისთვის წარდგენილი ბრალი დაუსაბუთებელია.

მარიანა ჩოლოიანი პატიმრობაში რჩება: რას დავობს ადვოკატი

“ლუკა სახლიდან როცა გაიქცა, დედამ ჩოლოიანს დაურეკა – მეორე შვილი ჩამოვიდეს გორიდან და მოგაძებნინოსო”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები