LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩოლოიანის ინტერესებს 5 ადვოკატი იცავს – სასამართლო სხდომა დაიხურა

771
84594967-605654176647668-1186365624666816512-n

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული მარიანა ჩოლოიანის საქმის პროკურორის ლევან ქუთათელაძის განცხადებით, ჩოლოიანის წინააღმდეგ არსებობს მოწმეთა ჩვენებები. პროკურორი განმარტავს, რომ ჩოლოიანის საქმეზე ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციელებსაც და მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება ჩოლოიანის მხრიდან დანაშუალის ჩადენის ფაქტი.

პირველ წინასასამართლო სხდომაზე, ბრალდების მხარე მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ბრალდებული გამომძიებლის ადვოკატები კი, ჩოლოიანის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებენ, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს შესაძლოა გირაო შესთავაზონ.

საქმის პროკურორის, ლევან ქუთათელაძის განცხადებით, სასამართლოს მიმდინარეობისას გაჟღერდება ისეთი ინფორმაცია, რომელიც არასრულწლოვანთა პერსონალურ მონაცემებს შეეხება. პროკურორის მოთხოვნა სრულიად დააკმაყოფილა მოსამართლემ. სასამართლო სხდომა დაიხურა.

მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს

პროცესის დახურვის შუამდგომლობას დაეთანხმნენ მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებიც. ცნობისთვის, ბრალდებული ჩოლოიანის ინტერესებს სასამართლოში 5 ადვოკატი იცავს.

რაც შეეხება დაკავებულ გამომძიებელს, ის სასამართლო პროცესს არ ესწრება. მარიანა ჩოლოიანმა ქალთა მე-5 სპეციალური დაწესებულებიდან სასამართლოსთვის გამოგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პროცესს ვერ დაესწრებოდა და სურს სხდომა მის გარეშე ჩაატარონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g