მეგი გოცირიძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი და პარტიის აქტიური მხარდამჭერია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
“ჩემს პრეზიდენტს ვულოცავ დაბადების დღეს , მან ეპოქა შექმნა , ის ლეგენდაა, რომელსაც საბოლოო სიტყვა ჯერ არ უთქვამს საქართველოს უახლეს ისტორიაში , ჯანმრთელობას ვუსურვებ, დიდხანს სიცოცხლეს და ერთიან საქართველოში ბედნიერ სიბერეს. ჩვენ გვირჩევნია ერთგულებით წავაგოთ, ვიდრე ღალატით მოვიგოთ. მადლობა უფალს, რომ ქოცად არ გამაჩინა და პრეზიდენტ სააკაშვილის თანამებრძოლად ვიწოდები . მადლობა 9 წლისთვის,ბატონო პრეზიდენტო”, – წერს გოცირიძე.