LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირლანდიის სკოლაში ბავშვები საშინაო დავალებებისგან გაათავისუფლეს და სიკეთის კეთება დაავალეს

506
b083fe9fe78519bdee6717

ირლანდიაში, “Gaelscoil Mhíchíl Uí Choileáin”-ის სკოლაში, მოსწავლეებს მთელი დეკემბრის თვის განმავლობაში საშინაო დავალებების ნაცვლად, სიკეთის კეთება და სხვა ადამიანებზე ზრუნვა დაევალათ. ისინი დღის განმავლობაში გაკეთებულ კეთილ საქმეებს ე.წ “სიკეთის დღიურებში” ინიშნავენ, ჩანაწერებს კი ხელს მათი მშობლები აწერენ.

ბოლო სამი წელია ეს სკოლის ტრადიციად იქცა. ამ სახალისო დავალებას ყოველწლიურად სხვადასხვა დანიშნულება აქვს, მაგალითად: წინა წლის დეკემბრის თვეში მოსწავლეებს მადლიერების განცდის გაძლიერებაზე უნდა ეზრუნათ. თავიანთი მიღწევების შესახებ კი ისინი “მადლიერების დღიურში” წერდნენ.

  
მოსწავლეებს სიკეთის კეთების ერთგვარი გეგმა აქვთ გაწერილი.
  • ყოველ ორშაბათს სკოლის მოსწავლეებმა თავიანთ მარტოხელა ნათესავებს, ახლობლებს საშობაო ბარათები უნდა გაუგზავნონ, დაურეკონ ან ესტუმრნონ და ასე გაახარონ.
  • სამშაბათობით მშობლებს საოჯახო საქმეებში უნდა დაეხმარონ.
  • ოთხშაბათობით თავიანთი კეთილი ქცევით ერთი ადამიანი უნდა გაახარონ, ხოლო მომდევნო დღეს საკუთარ თავზე უნდა იზრუნონ.
  • პარასკევს, სკოლაში შეკრება იმართება, სადაც მოსწავლეები თანატოლებს დაკვირვების შედეგად ერთმანეთზე შექმნილ დადებით შთაბეჭდილებებს ფურცელზე წერენ და “სიკეთის თაიგულში” ათავსებენ. ამ აქტივობის მიზანი მოსწავლეების თვითშეფასების ამაღლებაა.
მშობლები ამ ინიციატივით აღფრთოვანებულები არიან, ისინი ბავშვებს და პედაგოგებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.
სკოლის ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
“ჩვენ ბავშვებს შობის არსის წვდომაში ვეხმარებით. ასე ისინი სიკეთის და უანგარობის მნიშვნელობას ითავისებენ. გვსურს ბავშვებმა შობის შესახებ მეტი გაიგონ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს საახალწლო განწყობა არ აქვს. ისინი მარტოსულები და უბედურები არიან. მსგავსი ადამიანების დახმარება კეთილი საქმით ყველას შეგვიძლია. კეთილი საქმის კეთება არ საჭიროებს მატერიალურ სახსრებს, ის აბსოლუტურად უფასოა. მთავარი გზავნილი, რომელსაც ჩვენს მოსწავლეებს ვაწვდით, შემდეგია: მათ შეუძლიათ ღიმილის მიზეზი გახდნენ. პატარებს აქვთ უნარი, საკუთარი ქცევით სამყარო სხვებისთვის და საკუთარი თავისთვის უკეთეს ადგილად აქციონ”.

 

სკოლაში მსგავსი ინიციატივები მხოლოდ საახალწლო პერიოდს არ უკავშირდება. მოსწავლეები ივნისის თვეშიც თავისულდებიან საშინო დავალებებისგან და მის ნაცვლად მთავარი დავალება დროის უდიდესი ნაწილის ოჯახთან ერთად გატარებაა. ბავშვებმა მშობლებთან უნდა ისეირნონ, ითამაშონ, მოაწყონ ლაშქრობები და ა.შ. აქტოვობები დღიურში უნდა ჩაინიშნონ და მშობლებმა ხელი უნდა მოაწერონ.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g