ამერიკულმა ტელეკომპანიამ CNN-მა ბოლო ათწლეულის ამსახველი საუკეთესო 100 სურათი გამოაქვეყნა. გასული წლების განმავლობაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს ტელეკომპანიამ კადრებად მოუყარა თავი. აღსანიშნავია, რომ ასეულში ქართველი ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას მიერ გადაღებული ფოტოც მოხვდა. ჟურნალისტმა ფოტო 2016 წლის 22 მარტს ბრიუსელის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის დროს გადაიღო. მასში ორი დაჭრილი ქალბატონია ასახული.
100 საუკეთესო ფოტოებს შორის იაპონიის ცუნამის, ჰაიტის მიწისძვრის, სხვადასხვა სტიქიების, პოლიტიკური და სპორტული მოვლენების ამსახველი კადრებიც არის.