LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ბენზინის ფასი ირანთან ომის დაწყების შემდეგ თითქმის 50%-ით გაიზარდა – CNN

107
ქირიას NEWS შაბლონი (1)

აშშ-ში ბენზინის ფასები ზრდას აგრძელებს და ქვეყნის მოსახლეობა საწვავში ახლა თითქმის 50%-ით მეტს იხდის, ვიდრე ირანთან კონფლიქტის დაწყებამდე. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ამერიკის ავტომობილების ასოციაციის – AAA-ის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

ბოლო მონაცემებით, „რეგულარის“ ტიპის ბენზინის საშუალო ფასი ერთ გალონზე (დაახლოებით 3.78 ლიტრი) 4.48 დოლარამდე გაიზარდა. ეს მაჩვენებელი გასულ კვირასთან შედარებით დაახლოებით 30 ცენტით მეტია და 2022 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს წარმოადგენს.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ფასების ზრდა ძირითადად ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის გამწვავებას და ნავთობის ბაზარზე მიწოდების რისკებს უკავშირდება. მსგავსი მკვეთრი გაძვირება ბოლოს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაფიქსირდა, როდესაც ბენზინის ფასმა რეკორდულ 5.02 დოლარს მიაღწია.

ნავთობის სექტორის ექსპერტის და კომპანია Gulf Oil-ის მრჩევლის, ტომ კლოზას შეფასებით, ბენზინის ფასის 5 დოლარამდე დაბრუნების შანსი საკმაოდ მაღალია.

„ბოლო პერიოდში ყველაზე მკვეთრი ზრდა იმ რეგიონებში ფიქსირდება, რომლებიც სანაპირო ზოლში არ მდებარეობს,“ – განაცხადა კლოზამ.

მისი პროგნოზით, მიმდინარე თვეში აშშ-ის ზოგიერთ რეგიონში ბენზინის ფასი ერთ გალონზე 4.75 დოლარსაც მიაღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g